ფოთში ქალს ტკბილეულის ნაცვლად ქიმიური ნივთიერება მიჰყიდეს, რომელიც შვილიშვილს აჭამა

ფოთში ქალს ტკბილეულის ნაცვლად ქიმიური ნივთიერება მიჰყიდეს, რომელიც შვილიშვილს აჭამა

ფოთში 6 წლის ბავშვმა ტკბილეულის ნაცვლად მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება "კროტი“ შეჭამა. არსებული ინფორმაციით, ბებიამ შვილიშვილისთვის მაღაზიაში ტკბილეული შეიძინა, სავარაუდოდ, შეფუთვა შეეშალათ და „კროტი“ მისცეს.

ბავშვი თავდაპირველად ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა ოჯახის გადაწყვეტილებით, პაციენტი მ. იაშვილის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს. იაშვილის კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, იგი ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაბამისი კვლევები უტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. მათივე ინფორმაციით, მაღაზიის გამყიდველი უკვე დაიკითხა და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო