შოკისმომგვრელი ვიდეო - ინტერნეტმომხმარებლები მასაჟისტ ქალს ბავშვის წამებაში ადანაშაულებენ

შოკისმომგვრელი ვიდეო - ინტერნეტმომხმარებლები მასაჟისტ ქალს ბავშვის წამებაში ადანაშაულებენ

ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ უჭირავს ქალს ახალშობილი ბავშვი მონაცვლეობით - ფეხებით, ხელებით, თავით და მას ჰაერში აქნევს. „ინდეფენდენთის“ ინფორმაციით, კადრები ყაზახეთშია გადაღებული, „მასაჟისტი“ კი 35 წლის ალმა-ატელი ქალი ლარისა ორინბასაროვნაა.

ორინბასაროვნა მასაჟისტად უკვე 11 წელია მუშაობს. ის ამბობს, რომ მასაჟის არატრადიციული ხერხი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ეფექტიანად ეხმარება. ორინბასაროვნა ამტკიცებს, რომ ბავშვებს კურნავს.

მიუხედავად იმისა, რომ მეთოდი შოკისმომგვრელია, მასაჟი ყაზახეთში ძალიან პოპულარულია და მშობლები 10 წუთიან პროცედურაში 3 ათას ყაზახურ ტენგეს იხდიან.

ვიდეოს ინტერნეტში გამოჩენის შემდეგ ორინბასაროვნას მეთოდს უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ ბავშვის ძვლები ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლებს და მასაჟისტი ახალშობილებს აწამებს.

როგორი იქნება ევრობასკეტის არენა თბილისში, რომელიც მაღლივ კორპუსთან შენდება

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით