ქალი, რომელიც 11 მამაკაცზე დაქორწინებაში დაადანაშაულეს, საჯაროდ ჩაქოლეს

ქალი, რომელიც 11 მამაკაცზე დაქორწინებაში დაადანაშაულეს, საჯაროდ ჩაქოლეს

11 მამაკაცზე დაქორწინებაში ბრალდებული ქალი ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ ალ-შაბააბმა ქვებით ჩაქოლა, ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

30 წლის შუქრი აბდულაჰი ნიღბიანმა კაცებმა საჯაროდ, სკვერში მოკლეს. მის საყურებლად ხალხი შეიკრიბა.

ალ-შაბააბის რეგიონულმა მმართველმა, მოჰამედ აბუ უსამამ განაცხადა, რომ სასამართლოს წინაშე 9 კაცმა განაცხადა, რომ მისი ქმარი იყო. მათ შორის იყო აბდულაჰის კანონიერი ქმარიც.

ალ-შაბააბი სომალში ისლამის მკაცრი მეთოდით ასამართლებს ხალხს. სასამართლო, რომელიც მათ მიერ არის დაკომპლექტებული, ხშირად ბრალდებულებს სიკვდილით განხილვის გარეშე სჯის.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე