დიდი ამბები გრძელდება! - რიგით მეორე Fuckup Nights Tbilisi 18 მაისს გაიმართება

დიდი ამბები გრძელდება! - რიგით მეორე Fuckup Nights Tbilisi 18 მაისს გაიმართება

Tbilisi Startup Bureau და Impact Hub Tbilisi აგრძელებს ღონისძიებების სერიას Fuckup Nights Tbilisi.

18 მაისს, 19:00 საათზე, ფაბრიკას საკონფერენციო სივრცეში სტრატს აიღებს რიგით მეორე Fuckup Nights - რომელიც 2012 წელს მექსიკაში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოადგენს გლობალურ მოძრაობას და ღონისძიებების სერიას რომელიც, პროფესიული მარცხის ისტორიებს გადმოსცემს.

ღონისძიების ფარგლებში მოისმენთ ბიზნესის ისტორიებს, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, გაიგებთ პარტნიორული ურთიერთობების შესახებ, რომელიც კრახით დასრულდა, აღმოაჩენთ პროდუქტს, რომელიც ჩაფლავდა. თვეში ერთხელ, მსოფლიოს 80 ქვეყანაში, 252 ქალაქში და მათ შორის თბილისშიც - 4 წარმატებული ადამიანი საკუთარ პროფესიულ Fuckup-ს ფართო აუდიტორიას უზიარებს.

Fuckup Nights Tbilisi-ის სპიკერები არიან ადამიანები, რომლებმაც განიცადეს მარცხი, არ დანებდნენ, ისწავლეს, გააგრძელეს მოძრაობა, განვითარდნენ და მზად არიან საკუთარი გამოცდილება სხვებს გაუზიარონ! თბილისის მეორე Fuckup Nights - ის მომხსენებლები არიან ოთხი წარმატებული ანტრეპრენერი ინვოცაციებისა და ტექნელოგიების სფეროდან.

ღონისძიებაზე დასწრება საინტერესოა მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის... ღონისძიება არის ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, დრო გაატაროს კარგ გარემოში საინტერესო ადამიანებთან ერთად. ღონისძიების სპეციალური გამოშვება ინოვაციებისა და ტექნელოგიების სფეროში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA-ს მხარდაჭერით იმართება.

"საკუთარ შეცდომებზე სწავლა გონივრულია, სხვის შეცდომებზე სწავლა გენალურია".

გელოდებით 18 მაისს, 19:00 საათზე, ფაბრიკაში (ეგნატე ნინოშვილის ქუჩა #8) ყველაზე საინტერესო ბისზნეს ისტორიების მოსასმენად. ღონისძიების ორგანიზატორებია: Karva Beer, Grant Thornton Georgia, Taxify Georgia, Kedari Ventures, Blue Ocean Success Library, Scoot Scoot, Camora Basement და PIPES burger joint at Fabrika.

ივენთი იხილეთ აქ

ონლაინ ბილეთების შესაძენა შესაძლებელია:

❏ TKT.GE - ბილეთები ონლაინ - https://goo.gl/mdwC9k

❏ Biletebi.ge - https://goo.gl/nAh7Gk

❏ Eventer.ge - https://eventer.ge/fuckup

იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია

#sharethefailure

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს