კლუბ "ბასიანზე" საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. თუმცა, უწყებაში სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ. მათი ინფორმაციით, კლუბში სპეცდანიშნულების რაზმიც იმყოფება.
"ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი კი "ფეისბუქში" სპეციალურ სტატუსს აქვეყნებს: სპეცრაზმია შეჭრილი ბასიანზე, ასევე გალერიში, ალყაშია დინამო. ბლოუში ქალები სცემეს. ყველა შიგნით მყოფი გარეთ გამოუშვეს, შიგნით რას იზამენ არავინ იცის. ვისაც შეგიძლიათ მოდით. ომი გამოგვიცხადეს", - წერს ორაშვილი.
ნახეთ: პირდაპირი ეთერი კლუბ "ბასიანის" მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ სპეცრაზმი გამოჩნდა