"ბასიანსა" და "გალერიში" 8 ნარკორეალიზატორია დაკავებული - შსს განცხადებას ავრცელებს

"ბასიანსა" და "გალერიში" 8 ნარკორეალიზატორია დაკავებული - შსს განცხადებას ავრცელებს

შსს-ს ინფორმაციით, "ბასიანსა" და "გალერიში" 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში "ბასიანსა" და "გალერიში" ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პირდაპირი ეთერი კლუბ "ბასიანის" მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ სპეცრაზმი გამოჩნდა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს