"დაკავებულები არიან ბასიანის დამფუძნებლები... ასევე უამრავი მოცეკვავე" - ნაჯა ორაშვილი "ფეისბუქზე" ახალ ინფორმაციას ავრცელებს

"დაკავებულები არიან ბასიანის დამფუძნებლები... ასევე უამრავი მოცეკვავე" - ნაჯა ორაშვილი "ფეისბუქზე" ახალ ინფორმაციას ავრცელებს

კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძვნებელი ნაჯა ორაშვილი "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს, სადაც სამართალდამცველების მიერ დაკავებულთა შესახებ წერს. მისი ინფორმაციით, პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო კლუბის ორი დამფუძვნებელი და რამდენიმე მოცეკვავე დააკავეს.

"უკომენტაროდ "ჩემი საქართველო აქ არის". p.s დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულები არიან ჩემი მეგობრები, ბასიანის დამფუძნებლები: ტატო გეთია, ზვიად გელბახიანი. ასევე დაკავებულია უამრავი მოცეკვავე, დაკავებულია დავით ლეჟავაც" - წერს ორაშვილი.

ცნობისთვის, "ბასიანსა" და "გალერიში" 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ორივე ობიექტზე სპეცოპერაცია რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში "ბასიანსა" და "გალერიში" ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს - აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 6 პირია დაკავებული

მკვლელობა თეთრიწყაროში - სავარაუდოდ, ქმარმა ცოლი მოკლა

სროლა თბილისში - დაჭრილია ერთი ადამიანი