სამართალდამცველებმა ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს

სამართალდამცველებმა ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა პარტია “გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს. პარლამენტთან აქცია ამ დრომდე მომდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.

აქციაზე ასევე იმყოფება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელიც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით კლუბ „ბასიანში“ და კეფე „გალერიში“ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს