სპეცოპერაციის დროს დაკავებულებთან ადვოკატები შევიდნენ

სპეცოპერაციის დროს დაკავებულებთან ადვოკატები შევიდნენ

თბილისის მთავარი სამმართველოს შენობაში გუშინ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულებთან ადვოკატები შევიდნენ.

როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განუცხადა, მას დაუკავშირდა გამომძიებელი, რომელმაც აცნობა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის აპირებენ ბრალის წარდგენას. მისივე თქმით, შესაბამისად, ბრალის წარდგენის შემდეგ, მას მასალები გადაეცემა.

“შევდივარ დროებითი დაკავების იზოლატორში, რათა დავესწრო ბრალის წარდგენას, გადმომეცეს საქმის მასალები და ამის შემდეგ ჩემთვის ცნობილი იქნება, თუ რომელი მუხლის რომელი ნაწილით აპირებენ მისთვის ბრალის წარდგენას, რა მტკიცებულებები აქვთ და საერთოდ, მისი დამნაშავეობას ან უდანაშაულობასთან დაკაშვირებით მეტი დეტალი მეცოდინება”, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

არსებული ინფორმაციით, თბილისის მთავარ სამმართველოში ყველა დაკავებულისთვის ბრალის წარდგენის პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ წუხელ კლუბ “ბასიანსა“ და კაფე “გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში ბრალდებული 8 პირი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს