სამომხმარებლო სესხის ვადიანობა შესაძლოა შეიცვალოს - რა გავლენას მოახდენს სიახლე მომხმარებელზე

სამომხმარებლო სესხის ვადიანობა შესაძლოა შეიცვალოს - რა გავლენას მოახდენს სიახლე მომხმარებელზე

სამომხმარებლო სესხის ვადიანობა შესაძლოა შეიცვალოს. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების" პროექტშია აღნიშნული. დოკუმენტი სესხის გაცემის კრიტერიუმებს ადგენს, რომელთა შესრულებაც დებულების დამტკიცების შემდეგ, ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის სავალდებულო იქნება.

კერძოდ, სებ-ის სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 4 წლის ვადით გაიცემა, მაშინ როცა დღეის მდგომარეობით, სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადა 5 წელი იყო. რაც შეეხება იპოთეკურ და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს, მათი მაქსიმალური ვადა შესაბამისად, 20 და 10 წელი იქნება.

როგორც „საზოგადოება და ბანკების“ საბანკო პროდუქტების ექსპერტმა ანი ალიბეგაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, სებ-ის სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, ფაქტობრივად არ იცვლება იპოთეკური და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების ვადიანობა.

„როგორც წესი, იპოთეკური სესხი 20 წელზე მეტი ვადით არ გაიცემოდა. ძირითადად ამ ტიპის სესხების ვადიანობა 10-15 წელი იყო. რაც შეეხება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს, მათი ვადიანობა, როგორც წესი, 7-10 წელი იყო. შესაბამისად, ამ ტიპის სესხებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, არაფერი იცვლება,“-აღნიშნა ალიბეგაშვილმა.

რაც შეეხება გავლენას, ალიბეგაშვილის თქმით, ვადიანობის შემცირება სესხის მომსახურების კოეფიციენტის შემცირებასთან ერთად, სესხის ოდენობას შეამცირებს. განაგრძეთ კითხვა

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ