ივანკა ტრამპი, მეუღლესა და აშშ-ის 250-კაციან დელეგაციასთან ერთად, იერუსალიმში, აშშ-ის საელჩოს საზეიმო გახსნაზე დასასწრებად ჩაფრინდა

ივანკა ტრამპი, მეუღლესა და აშშ-ის 250-კაციან დელეგაციასთან ერთად, იერუსალიმში, აშშ-ის საელჩოს საზეიმო გახსნაზე დასასწრებად ჩაფრინდა

აშშ-ს პრეზიდენტის სიძე და შვილი, ჯარედ კუშნერი და ივანკა ტრამპი აშშ-ს 250-კაციან დელეგაციასთან ერთად, იერუსალიმში ჩაფრინდნენ. ისინი ხვალ იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან.

აშშ-ს დელეგაციაში შედიან საზოგადოებრივი მოღვაწეები, აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სტივენ მნუჩინი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ სალივანი და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში ჯეისონ დოვ გრინბალტი.

„დიდი სიხარულით ვბრუნდები იერუსალიმში. პატივი მაქვს პრეზიდენტ ტრამპს, აშშ-ს ადმინისტრაციას და ამერიკელ ხალხს წარმოვადგენდე იერუსალიმში ჩვენი საელჩოს გახსნაზე“, - დაწერა ივანკა ტრამპმა.

იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნის ცერემონიაში, რომელიც ხვალ ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დაიწყება, საერთო ჯამში 800 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას ვიდეოს მეშვეობით აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმართავს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე