ადვოკატი - საქმეში არის დაინტერესებული პიროვნება და ბრალდების პირდაპირი მოწმე, რომელსაც იდენტური ჩვენებები აქვს მიცემული 8 ბრალდებულზე

ადვოკატი - საქმეში არის დაინტერესებული პიროვნება და ბრალდების პირდაპირი მოწმე, რომელსაც იდენტური ჩვენებები აქვს მიცემული 8 ბრალდებულზე

საქმეში არის დაინტერესებული პიროვნება და ბრალდების პირდაპირი მოწმე, რომელსაც იდენტური ჩვენებები აქვს მიცემული 8 ბრალდებულზე, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ერთ-ერთი პირის ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში შესვლამდე განუცხადა.

"საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი, რასაც არ ვეთანხმები და მოგვიანებით განცხდებასაც გავაკეთებთ, რომ დაცვის და ბრალდების მხარე თანაბარ პირობებში ვიყოთ. შევდივარ მთავარ სამმართველოში და გავცვლით მტკიცებულებებს",- აღნიშნა ხურცილავამ.

ჟურნალისტების კითხვაზე - რას ფიქრობს ადვოკატი ბრალდების მხარის მოწმეზე, რომელიც ყველა ბრალდებულის საქმეში ფიგურირებს, ხურცილავა პასუხობს, რომ ის არის დაინტერესებული პიროვნება და ბრალდების პირდაპირი მოწმე, რომელსაც იდენტური ჩვენებები აქვს მიცემული 8 ბრალდებულზე.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლოში საქმის მასალების წარდგენა სავარაუდოდ დღეს მოხდება, პროცესი კი ხვალ 13:00 საათამდე გაიმართება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს