რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა პოტენციის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად?

რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა პოტენციის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად?

ერექციული დისფუნქცია არა მხოლოდ მამაკაცის, არამედ წყვილის პრობლემაა. მისი დელიკატურობიდან გამომდინარე, მამაკაცები, განსაკუთრებით საქართველოში, გაურბიან სპეციალისტთან ვიზიტს, თავად ცდილობენ პრობლემის მოგვარებას, ეძებენ და ეცნობიან რეკლამირებულ პრეპარატებს, ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს, მიმართავენ ექიმბაშებს და სხვა. ეს, რა თქმა უნდა, მცდარი მიდგომაა და პრობლემას, წესისამებრ, ვერ აგვარებს.

მამაკაცები ცდილობენ ხოლმე თავად ამოიცნონ ერექციული დისფუნქციის მიზეზი. მათმა უმრავლესობამ არ იცის, რომ შემთხვევათა 40%-ში მიზეზი სისხლძარღვოვანი პრობლემებია.

მიზეზთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

სისხლძარღვოვანი პრობლემები - 40%;

შაქრიანი დიაბეტი - 30%;

მედიკამენტების გვერდითი ეფექტი - 15%;

ნეიროგენული ფაქტორები - 10-20%;

მენჯისორგანოების ქირურგია, დასხივება ან ტრავმა - 6%;

ჰორმონული დარღვევები - 3% და სხვა - 1%.

საყურადღებოა, რომ ერექციულ დისფუნქციებს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს საერთო რისკფაქტორები აქვს:

- უმოძრაობა;

- მეტაბოლური სინდრომი (ჭარბი წონა, აბდომინალური გაცხიმოვნება, ცხიმოვანი ცვლის დარღვევა, არტერიული ჰიპერტენზია და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი). განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს