მკვლელობა ვაზისუბანში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი

მკვლელობა ვაზისუბანში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი

ვაზისუბანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პირველადი ინფორმაციით, 1988 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ხ.მ.-ს დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ხ.მ. დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში. იგი სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ, მიყენებული ჭრილობების შედეგად, მალევე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, დამნაშავის გამოვლენისა და დაკავების მიზნით, ინტენსიურ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს