მელანია ტრამპს ოპერაცია გაუკეთეს

მელანია ტრამპს ოპერაცია გაუკეთეს

აშშ-ს პირველ ლედის ორშაბათს თირკმელზე ოპერაცია გაუკეთეს, ინფორმაციას CNN ავრცელებს. მელანია ტრამპი ვაშინგტონთან ახლოს, ვოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.

ოფიციალური ინფორმაციით, ტრამპის პრობლემა თირკმელზე საშიში არ არის, თუმცა ქირურგიული ჩარევის საჭიროება დადგა.

„მელანია ტრამპს წარმატებით ჩაუტარდა ემბოლიზაციის პროცედურა და გართულებებს ადგილი არ ჰქონია,“ - განაცხადა პირველი ლედის კომუნიკაციების დირექტორმა სტეფანი გრიშემმა.

მისივე ინფორმაციით, მელანია საავადმყოფოში 1 კვირის მანძილზე დარჩება.

დაახლოებით 17 საათზე დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ცოლის სანახავად მიდიოდა.

„ახლა ვოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში მივდივარ, რომ მოვინახულო ჩვენი შესანიშნავი პირველი ლედი, მელანია. პროცედურა წარმატებული იყო, თავს მხნედ გრძნობს. მადლობა ყველა კეთილისმსურველს,“ - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე