ავტორი:

ერდოღანმა ამერიკიდან და ისრაელიდან ელჩები გაიწვია - რას გეგმავს თურქეთის პრეზიდენტი?

ერდოღანმა ამერიკიდან და ისრაელიდან ელჩები გაიწვია - რას გეგმავს თურქეთის პრეზიდენტი?

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იერუსალიმში ამერიკის საელჩოს გახსნის შემდეგ აშშ-დან და ისრაელიდან, კონსულტაციისთვის ელჩები გაიწვია, თუმცა მათი დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით გაურვეველია. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

ერდოღანის განცხადებით, 15 მაისს, ღაზას სექტორის საზღვარზე 60-მდე ადამიანის დაღუპვასთან დაკავშირებით თურქეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, 18 მაისს კი, სტამბოლში, მთავარ მოედანზე მასშტაბური აქცია გაიმართება.

"ვაშინგტონიდან და თელ-ავივიდან ჩვენი ელჩები კონსულტაციებისთვის გავიწვიეთ, თუმცა მათ დაბრუნებაზე წინასწარ საუბარი არ შეგვიძლია... ამასთან, ვითარებაში უკეთ გასარკვევად და საბოლოო პოზიციამდე მისასვლელად, ისლამის თანამშრომლობის საგანგებო სამიტს ვიწვევთ. სიტუაციის სირთულიდან გამომდინარე, გთავაზობთ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას; ასევე, საინტერესო იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთა პოზიციების მოსმენაც," - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა ისრაელს პალესტილენების მისამართით გახსნილი ცეცხლისა და ათობით დაღუპული ადამიანის გამო, "ტერორისტული სახელმწიფო" უწოდა, თუმცა ამერიკის მიმართ მაინც თავშეკავებული პოზიცია შეინარჩუნა.

ამერიკის მიერ ისრაელის დედაქალად იერუსალიმის გამოცხადებისა და იქ საელჩოს გახსნის გამო, ღაზას სექტორში აქციები არ წყდება. გაეროს უშიშროების საბჭომ მხარეებს ადამიანების მასობრივ სიკვდილის შეწყვეტისკენ მოუწოდა...

პენტაგონის ყოფილი მრჩევლის, ამერიკელი პოლიტიკოსის მაიკლ რუბინის შეფასებით, ტერორიზმი, რომელიც მიმართულია დიპლომატებისა და საელჩოებისკენ, ისლამური რესპუბლიკის მთავარი ელემენტი გახდა.

ირანის დემოკრატიის დაცვის ფონდის ამერიკული მხარის თანამშრომელი ბაჰნამ ბენ თალებლუ მიიჩნევს, რომ პალესტინის, ირანისა და თურქეთის ბოლოდროინდელი ქმედებები, სხვა არაფერია თუ არა სტუდენტური ორგანიზაციის მხრიდან საერთაშორისო ტერორიზმის გამოწვევა.

"მგონი ყველამ იცის, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა მსოფლიო ტერორიზმის სპონსორია... სხვა რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს ირანის პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც მუდმივად ამარაგებს ახლო აღმოსავლეთში ტერორისტულ ორგანიზაციებს და რაც მთავარია, მას ამ დაპირისპირებაში რუსეთის იმედი აქვს, ისევე, როგორც - თურქეთს. რუსეთი კი, ჯერჯერობით, მისი ბიზნეს-ინტერესებიდან გამომდინარე, ღიად არ მოქმედებს... ასე რომ, ყველა სიტყვა, რომელსაც ერდოღანი ისრაელის მისამართით ამბობს, სინამდვილეში ამერიკასაც ეხება," - აცხადებს ირანელი ანალიტიკოსი ბაჰნამ ბენ თალებლუ.

"ანტიამერიკული გამოსვლები ერდოღანისთვის ახალი არ არის, რადგან ის საკმაოდ ემოციური ადამიანია და ზოგჯერ სიტყვა წინ უსწრებს, თუმცა ერთია სიტყვა და სხვა არის - საქმე, რეალური ნაბიჯები," - აცხადებს რუსული ინსტიტუტის სტრატეგიული მკვლევარი ვლადიმირ ფიტინი.

მისივე თქმით, ერდოღანის აღშფოთებას იწვევს ამერიკის მხარდაჭერა "ქურთა პარტიის" მიმართ, რომელსაც ანკარა მთავარ მტრად აღიქვამს. კიდევ ერთი მიზეზია, ფეთულა გიულენი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და რომელსაც ერდოღანი პირად მტერსაც უწოდებს.

"საქმე ის არის, რომ ერდოღანი ყველა ემოციური განცხადების შემდეგ, უკან იხევს, რადგან კარგად ესმის, რომ მისი არმია ძლიერია, ოღონდ ამერიკული არმიის შემდეგ. თუმცა, იერუსალიმში ამერიკული საელჩოს გახსნა უფრო მეტად გაართულებს ამერიკა-თურქეთის ურთიერთობებს," - აცხადებს რუსული ინსტიტუტის სტრატეგიული მკვლევარი ფიტინი.

დასავლური მედიის თქმით, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი რეგულარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის ხელმძღვანელობასთან და მისი შემდეგი სამოქმედო გეგმაც სწორედ პუტინთან იქნება შეთანხმებული.

"ირანული სამყარო ვერ შეეგუება, რომ 15 მაისი იერუსალიმის დაკარგვის დღედ იქცეს, ისევე როგორც არ შეეგუება გენოციდს, რომელიც ისრაელმა ჩაიდინა", - განაცხადა ერღოდანმა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე