"რეზონანსი" - ბინები გაიაფდება, რეალიზაცია თვალში საცემად შემცირდება

"რეზონანსი" - ბინები გაიაფდება, რეალიზაცია თვალში საცემად შემცირდება

სესხებზე ხელმისაწვდომობა უკვე 2 კვირაა, ძალიან გართულდა, ეს კი სხვადასხვა სფეროს გაყიდვის მაჩვენებელზე უარყოფითად აისახება. ავტომობილებისა და ტექნიკის მაღაზიების შემდეგ ჯერი უძრავ ქონებაზე მიდგა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, დაუდასტურებელი შემოსავლის გარეშე კრედიტის გაუცემლობა ბინებზე მოთხოვნას შეამცირებს, შემდეგ კი ფასების კლებას განაპირობებს.

მენაშენეთა ასოციაციასა და უძრავი ქონების ბაზარზე ფიქრობენ, რომ ბანკებმა სესხის გაცემისგან ისეთ პირებზე, რომლებიც გადახდისუნარიანები არ არიან, ყველა შემთხვევაში თავი უნდა შეიკავონ, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ბაზარი ამის შედეგად შეიძლება, დაზარალდეს.

მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ბანკების ახალი რეგულაცია, რაც დაუდასტურებელ შემოსავალსა და სესხის გაცემას უკავშირდება, უძრავი ქონების ბაზარზე უარყოფითად აისახება. შემცირდება ბინების ფასი და მისი რეალიზაციაც. როსტომაშვილის თქმით, ეროვნული ბანკის მიერ დღეს გადადგმულ ნაბიჯზე მენაშენეთა ასოციაცია რამდენიმე წლის წინ საუბრობდა, თუმცა მათი განცხადებები უპასუხოდ დარჩა.

"დაუფიქრებლად აღებული სესხის შედეგს დღეს ყველა ვხედავთ. ის ახალი რეგულაციაც, რომლის გატარებაც ეროვნულ ბანკს დასჭირდა, წლების განმავლობაში უკონტროლობის შედეგია. იმაზე, ახლა რომ დიდ მიგნებად მიაჩნია ეროვნულ ბანკს, ჩვენ, მენაშენეთა ასოციაცია, დაახლოებით 10 წლის წინ ვსაუბრობდით. ამ საკითხს დროდადრო ვიყენებდით, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, გაყიდვის მაჩვენებელზე ცუდად იმოქმედებდა.

მარტო რეალიზაციაზე ხომ არ უნდა ვიფიქროთ, ქვყნის ეკონომიკის გაჯანსაღება უპირველესია. ამ საკითხს სწორად გააზრება სჭირდება. ადამიანები დაუფიქრებლად იღებდნენ სესხს, ბანკსაც მათი ეს ნაბიჯი უხაროდა, ხოლო წლევანდელ და შარშანდელ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ბანკების ძირითადი შემოსავალი არის გირაოში ჩადებული ქონების წართმევა. ცოტა ხანში წასართმევიც არაფერი იქნება და მერე რას იზამენ? ეს არის ეკონომიკის განვითარება?

ბანკებმა ამით იხეირეს და ჩვენ არავინ დაგვიჯერა. ბანკი თუ დარწმუნებული არ არის, რომ მსესხებელი კრედიტს დაფარავს თავისი შემოსავლით და არა ქონების წართმევით ან ოჯახის წევრების დაყაჩაღებით, ფული არ უნდა გასცეს", - გაუცხადა "რეზონანსს" როსტომაშვილმა. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო