"განა ასეთი რა უნდა დაეშავებინა, ასე სასტიკად რომ მოეკლათ?!" - რას ყვება ვაზისუბანში მოკლულის მამა

"განა ასეთი რა უნდა დაეშავებინა, ასე სასტიკად რომ მოეკლათ?!" - რას ყვება ვაზისუბანში მოკლულის მამა

14 მაისს, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში 30 წლის ახალგაზრდა საცხოვრებელ კორპუსთან ჩაცხრილეს. გარდაცვლილი 1988 წელს დაბადებული ხალილ მამოევია, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გარდაცვლილი მიიყვანა. მკვლელობა დღის 3 საათზე, ეზოში მოთამაშე ბავშვების თვალწინ მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, დამნაშავე დაკავებული არ არის.

ხალილ მამოევის მამა, თეიმურაზ მამოევი კი პოლიციას შვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას აკისრებს და დამნაშავის სასწრაფოდ დაკავებას სთხოვს.

"შვილი ჩიტივით მომიკლეს. არც კი ვიცი, მკვლელს საერთოდ თუ ეძებენ, მე ამას არავინ მეუბნება. ხალხი მელაპარაკება, - იცოცხლე და გამაგრდი, ხალილს შვილი დარჩა და იმას დაეხმარეო, მაგრამ მე მარტო ჩემი შვილი მინდა ცოცხალი მყავდეს!რატომ მოკლეს, ან მისი მკვლელი ასე როგორ გაქრა, რომ პოლიცია მის კვალს ვერ აგნებს?!კაცი დღისით, მთელი კორპუსის თვალწინ მოკლეს, ნუთუ ამხელა კორპუსში მკვლელების მანქანა ერთმა კაცმა მაინც ვერ შენიშნა?! აუცილებლად შენიშნავდა, წესიერად რომ იძიებდნენ, აქამდე მკვლელი უნდა დაეჭირათ. მკვლელი თავისუფლად დადის ქვეყანაში, ის სხვასაც ისე შეუბრალებლად მოექცევა, როგორც ჩემი შვილი გაიმეტა განაგრძეთ კითხვა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს