მატარებელი იაპონიაში 25 წამით ადრე გავიდა და მგზავრებმა კომპანიას უჩივლეს

მატარებელი იაპონიაში 25 წამით ადრე გავიდა და მგზავრებმა კომპანიას უჩივლეს

იაპონიის რკინიგზამ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ მატარებელმა ბაქანი 25 წამით ადრე დატოვა. „ბიბისის“ ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა ბოლო თვეების განმავლობაში უკვე ორჯერ მოხდა.

ოპერატორმა მგზავრებს ბოდიში მოუხადა - ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხმარებლებს ძალიან დიდი დისკომფორტი შეუქმნეს, რაც სრულიად უპატიებელია.

იმის გამო, რომ მატარებელი დაგეგმილზე 25 წამით ადრე გავიდა, უკმაყოფილოები არიან მგზავრებიც. მოგვიანებით გაირკვა, რომ განრიგის შეცვლა გამცილებლის ბრალი იყო.

მატარებლები იაპონიაში ცნობილია განსაკუთრებული პუნქტუალურობით და როგორც აღმოჩნდა, 25 წამი ბევრი ადამიანისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო, მათ მატარებელში ასვლა ვერ მოასწრეს.

დაზარალებულმა მგზავრებმა ოპერატორს უჩივლეს და ოფიციალური ბოდიში მალევე მიიღეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე