ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობაზე გია კორკოტაშვილი დააკავეს

ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობაზე გია კორკოტაშვილი დააკავეს

რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გია კორკოტაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორკოტაშვილი და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ამასთან, უწყების განმარტებით, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის დროს სამი პირი დააკავეს. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა, მსვლელობის დაწყებამდე „საქართველოს ეროვნული ერთობის“ 2 წევრი პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 17 მაისს, თბილისში, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის დროს, მეტროსადგურების - “თავისუფლების მოედნისა“ და „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი პირი წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ხოლო ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, მსვლელობის დაწყებამდე „საქართველოს ეროვნული ერთობის“ 2 წევრი პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან „ქართული მისიის“ წევრები და მათი მხარდამჭერები. ისინი შსს-ს მოუწოდებენ, დროულად გაათავისუფლონ როგორც გია კორკოტაშვილი, ასევე სხვა პირები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული მისიის“ წარმომადგენლებმა განუცხადეს, „აღნიშნული დაკავება ერთგვარ გარიგებას უკავშირდება, რომელიც შს სამინისტროსა და რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არსებობს“.

იხილეთ: გია კორკოტაშვილი დააკავეს - კადრები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს