გიორგი გაბედავა, გია კორკოტაშვილი, გურამ ფალავანდიშვილი, ლევან ჩაჩუა და რამაზ გაგნიძე პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს

გიორგი გაბედავა, გია კორკოტაშვილი, გურამ ფალავანდიშვილი, ლევან ჩაჩუა და რამაზ გაგნიძე პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქართული მარშის" დაკავებული ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გაბედავა გაათავისუფლა. როგორც Ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, პოლიციის განყოფილებები დატოვეს ასევე "ქართული მარშის" იმ ლიდერებმა რომლებიც გამოკითხვაზე ჰყავდათ მთელი დღის განმავლობაში გადაყვანილი - გურამ ფალავანდიშვილი, გიორგი კორკოტაშვილი, ლევან ჩაჩუა და რამაზ გაგნიძე.

"ქართული მარშის" დღევანდელ აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სულ 39 პირი დააკავა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისთვის დააკავეს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილმა წინასწარი დაკავების იზოლატორი ხელწერილის საფუძველზე დატოვა, ხოლო ნაწილი კვლავ პატიმრობაში რჩება.

რაც შეეხება 22 წლის მამაკაცს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ანტიჰომოფობიურ აქციაზე გამომსვლელს თავს დაესხა, მას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აღნიშნული მამაკაცი დაკავებულია სსსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს