მამამთილი მამის ნაცვლად - მეგან მარკლს საკურთხეველთან ხვალ პრინცი ჩარლზი მიიყვანს

მამამთილი მამის ნაცვლად - მეგან მარკლს საკურთხეველთან ხვალ პრინცი ჩარლზი მიიყვანს

მეგან მარკლს საკურთხევლამდე მომავალი მამამთილი, პრინცი ჩარლზი მიიყვანს, CNN-ის ინფორმაციით, კენსინგტონის სასახლემ ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

„მის მეგან მარკლმა მის სამეფო უდიდებულესობას, უელსის პრინცს სთხოვა, ქორწინების დღეს საკურთხეველთან მან მიიყვანოს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინ მეგანმა დაადასტურა, რომ მისი მამა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბრიტანეთში ვერ ჩავიდოდა.

„სამწუხაროდ, ქორწილში არ იქნება მამაჩემი. იმედი მაქვს, მიეცემა საშუალება, საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოს,“ - აღნიშნა მარკლმა განცხადებაში, რომელიც კენსინგტონის სასახლემ გამოაქვეყნა.

ნახეთ, ასევე : მეგან მარკლის მამა შვილის ქორწილს არ დაესწრება - ახალი სკანდალის გამო მას გულის შეტევა ჰქონდა

სამეფო ქორწილი, რომელსაც ბრიტანეთთან ერთად მთელი მსოფლიო ელოდება, ლონდონში ხვალ შედგება. ინგლისის დედაქალაქში ჩაფრინდა მეგანის დედა, დორია რეგლენდი. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, დორია შეხვდა პრინც ჩარლზსა და მის ცოლს, კამილას, დღეს კი მეგანთან ერთად დედოფალს ეწვევა.

"დარჩით სახლში...ვებრძოლოთ დემოგრაფიულ კრიზისს" - უკრაინის პრეზიდენტის რჩევა ახალგაზრდებს

ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელმაც დღეს გაიგო, რომ მსოფლიოში კორონავირუსი მძვინვარებს - "წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა"

"გარეთ გასვლა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა მენატრება" - რას ჰყვება ერთთვიან კარანტინში მყოფი ამერიკელი, რომელიც კორონავირუსით საკრუიზო გემზე დაინფიცირდა