ავტორი:

ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელმაც დღეს გაიგო, რომ მსოფლიოში კორონავირუსი მძვინვარებს - "წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა"

ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელმაც დღეს გაიგო, რომ  მსოფლიოში კორონავირუსი მძვინვარებს - "წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა"

კორონავირუსი უკვე რამდენიმე თვეა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. ყოველ დღე ვკითხულობთ უამრავ ინფორმაციას ახალი ტიპის ვირუსის შესახებ, ვისმენთ ცნობებს ტელევიზიების საშუალებით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე პანდემია გამოაცხადა და კვირებია, რაც საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემა მთელ მსოფლიოში კორონავირუსია.

რთულად დასაჯერებელია, მაგრამ თურმე არიან ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის შესახებ აქამდე არაფერი გაუგიათ და მათ შორისაა ჰოლივუდის ვარსკვლავი, მსახიობი და მომღერალი ჯარედ ლეტო, რომელმაც მხოლოდ დღეს შეიტყო, რომ მსოფლიოში კორონავირუსი მძვინვარებს.

ამის შესახებ ჯარედმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა:

"ვაუ, 12 დღის უკან დავიწყეთ ჩუმი მედიტაცია უდაბნოში. ჩვენ მთლიანად იზოლირებულები ვიყავით.

არც ტელეფონი და არც კომუნიკაციის სხვა საშუალებები არ გვქონია და წარმოდგენა არ გვქონდა, თუ რა ხდებოდა მსოფლიოში.

გუშინ ძალიან განსხვავებულ მსოფლიოში დავბრუნდით, ეს დაუჯერებელია. იმედი მაქვს თქვენ და თქვენი ახლობლები კარგად ხართ.

ყველას პოზიტიურ ენერგიას გიგზავნით. დარჩით სახლში და იყავით უსაფრთხოდ", - წერს ჯარედ ლეტო "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

როგორ შეცვალა მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსის შიშმა - Reuters-ის გასაოცარი ფოტოები

"დაკავდით რეგულარული სექსით და დიდხანს იცოცხლებთ“ - ექიმ ოზის რჩევა წყვილებს, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ იზოლაციის დროს

ევროკომისიის პრეზიდენტი - სათანადოდ ვერ შევაფასეთ კორონავირუსი, ახლა აუცილებლად უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც ორი-სამი კვირის წინ სასტიკად გვეჩვენებოდა