ამ წუთებში აშშ-ში, სკოლაში ისვრიან - ბავშვები თავის შეფარებას ბენზინგასამართ სადგურში ცდილობენ

ამ წუთებში აშშ-ში, სკოლაში ისვრიან - ბავშვები თავის შეფარებას ბენზინგასამართ სადგურში ცდილობენ

ტეხასში, სანტა-ფეში მდებარე სკოლაში ისვრიან, ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სკოლის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შენობაში ისვრიან, დამატებით ინფორმაციას კი მოგვიანებით გაავრცელებენ.

სკოლის 17 წლის მოსწავლის დედა, კიმ სალივანი ამბობს, რომ მას შვილმა დაურეკა და უთხრა, რომ შენობაში ისროდნენ და მოუწოდებდნენ მოსწავლეებს, გაქცეულიყვნენ და ბენზინგასამართი სადგურისთვის შეეფარებინათ თავი.

სკოლის საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელის მარკ კენაიპსის შვილი CNN-თან ამბობს, რომ მის მამას ბავშვები სკოლის შენობიდან გამოჰყავს.

„მან დამირეკა და მითხრა, რომ თავს კარგად გრძნობს. სკოლაში ჩაირთო სიგნალიზაცია, როდესაც საკლასო ოთახებიდან ყველა გამოვიდა გარეთ, ვიღაცამ ცეცხლი გახსნა,“ - ჰყვება მწვრთნელის შვილი.

სხვა დეტალების შესახებ ცნობილი არ არის, ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება არც დაჭრილების შესახებ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე