რა იწვევს ქვედა კიდურების შეშუპებას და როგორ მოვიქცეთ პრობლემის დროს - პრაქტიკული რჩევები

რა იწვევს ქვედა კიდურების შეშუპებას და როგორ მოვიქცეთ პრობლემის დროს - პრაქტიკული რჩევები

ქვედა კიდურების შეშუპება ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვების მანიშნებელია. სითხის დაგროვებას იწვევს:

1. გულის უკმარისობა (შუპდება ორივე კიდური);

2. ფლებიტი (ცალი კიდური);

3. ვენების ვარიკოზული გაგანიერება;

4. თირკმლის დაავადებები (შეშუპებულია მთელი სხეული);

5. ღვიძლის დაავადებები;

6. შიმშილი (მკაცრი დიეტები);

7. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;

8. ქვედა კიდურების ვენით ჩატარებული კორონარული შუნტირება;

9. პრეპარატები;

10. პერიკარდიტი;

11. ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები.

შეშუპების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია გულის უკმარისობა და ფლებიტი გულის უკმარისობა.

მიოკარდიუმის ინფარქტი, ხანგრძლივი ჰიპერტონია, გულის სარქვლების ვირუსული და სხვა დაავადებები აზიანებენ გულის კუნთს, რის გამოც იგი ვენებიდან მიწოდებულ სისხლს ფილტვებში სათანადო ინტენსიურობით ვეღარ გადაისვრის. სისხლი ვენებში გუბდება, მისი თხიერი კომპონენტი კი ქსოვილებში იჟონება და ფეხების შეშუპებას იწვევს. გულის მარცხენა ნაწილის სისუსტის დროს ფერხდება ფილტვებიდან ახალი სისხლის გადინება და შეგუბებითი პროცესი უკვე ფილტვებში ვითარდება, რაც სუნთქვას აძნელებს, ამიტომ გულის უკმარისობის დროს ორივე ქვედა კიდურის შეშუპებასთან ერთად ყოველთვის აღინიშნება სუნთქვის გაძნელება და ქოშინი.

ფლებიტი. ეს არის ქვედა კიდურის ერთი ან რამდენიმე ზედაპირული ვენის დაზიანება, რომელიც ანთებითი პროცესის ან ვენის სანათურის სისხლის კოლტით დახშობის შედეგად ვითარდება. ფლებიტი იწვევს ტკივილს, შეშუპებას და სიწითლეს. ვენების სანათურთა დახშობის შემდეგ სისხლი ქვედა კიდურებში ყოვნდება, გუბდება და ახლომდებარე ქსოვილებში ჟონავს. გულის უკმარისობისგან განსხვავებით, ფლებიტის დროს აღინიშნება ტკივილი და მხოლოდ ცალი კიდურის შეშუპება...განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს