ეკლესიაში პირველი სტუმრები უკვე მივიდნენ, სასახლემ კი საქორწინო ბეჭდების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია

ეკლესიაში პირველი სტუმრები უკვე მივიდნენ, სასახლემ კი საქორწინო ბეჭდების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია

წმინდა ჯორჯის ეკლესიაში, სადაც დღეს ბრიტანეთის პრინცი ჰარი ამერიკელ მსახიობზე, მეგან მარკლზე ჯვარს დაიწერს, სტუმრებმა მისვლა დაიწყეს. CNN-ის ინფორმაციით, ეკლესიაში უკვე მივიდა ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი, რომელსაც ვარდისფერი კაბა აცვია. მასთან ერთად დააფიქსირეს მსახიობი იდრის ელბაც.

ეკლესიაში იმყოფება, ასევე, მომღერალი ჯეიმს ბლანტი.

საპატიო სტუმრებს შორის არის ჰარის ბიძა, პრინცესა დაიანას ძმა ჩარლზს სპენსერი.

ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება მეგანის კაბა, თუმცა საქორწინო ბეჭდების შესახებ ინფორმაცია კენსინგტონის სასახლემ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. მეგანის ოქროს ბეჭედი დედოფლის საჩუქარი იქნება, ჰარის ბეჭედი კი პლატინისგან არის დამზადებული. სამკაულის დიზაინერი Cleave and Company-ა.

საქორწინო ცერემონია ადგილობრივი დროით 12 საათზე (თბილისის დროით 15.00) დაიწყება.

იხილეთ: LIVE: სამეფო ქორწილი დიდ ბრიტანეთში - პირდაპირი ეთერი ლონდონიდან

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე