მეგანის დედამ ცრემლების შეკავება ვერ შეძლო, მის გამხნევებას ჰარი ცდილობდა

მეგანის დედამ ცრემლების შეკავება ვერ შეძლო, მის გამხნევებას ჰარი ცდილობდა

მეგან მარკლის დედის, დორია რეგლენდისთვის განსაკუთრებულად ემოციური დღეა. შვილის ჯვრისწერის ცერემონიის განმავლობაში დორია ამაოდ ცდილობდა, აღელვება არ შემჩნეოდა.

როდესაც იოგას 61 წლის ინტრუქტორი წმინდა ჯორჯის სახელობის ეკლესიაში შვილის შემოსვლას ელოდებოდა, ცრემლების შეკავება ვერ შეძლო. პრინცი ჰარი ცდილობდა, მისი მზერა დაეჭირა და დაემშვიდებინა.

მეგანის მამა ცერემონიალს ავადმყოფობის გამო არ ესწრებოდა, ამიტომ დორიას მარტო მოუწია დაჯდომა.

დედა-შვილს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს. „დეილი მეილი“ წერს, რომ დორია მეგანს ჯერ კიდევ „ყვავილს“ (Flower) ეძახის. შვილის ქორწილისთვის რეგლენდი ლოს-ანჯელესიდან ლონდონში გასულ კვირას ჩავიდა.

ნახეთ ვიდეო : პატარძლის ატირებული დედა სამეფო ქორწილში

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ