რა მოხდა ჭიათურის მაღაროში, სადაც მუშა მძიმედ დაშავდა

რა მოხდა ჭიათურის მაღაროში, სადაც მუშა მძიმედ დაშავდა

ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროში მუშა დაშავდა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე დეკანოიძეს ქვა დაეცა. დაშავებული ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"პაციენტს ქალა-ფუძის მოტეხილობა, ხერხემლის მალის მოტეხილობა და ტვინის შეშუპება აღენიშნება. ამ წუთებში მას საოპერაციოდ ამზადებენ", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოს დირექტორმა გიორგი ხვედელიძემ.

ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.

„ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში, კერძოდ, კოროხნალის მაღაროში სამთო მასალის ჩამოშლის შედეგად, 32 წლის მაღაროელმა, ალექსანდრე დეკანოიძემ თავის არეში დაზიანებები მიიღო. იგი ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება. კოროხნალის მაღაროში შემთხვევა გუშინ ღამით, დაახლოებით ოთხ საათზე მოხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება. "ჯორჯიან მანგანეზი" აღნიშნულ თემაზე დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო