მეგანი და ჰარი ტომას მარკლს, სავარაუდოდ, კლინიკაში მოინახულებენ

მეგანი და ჰარი ტომას მარკლს, სავარაუდოდ, კლინიკაში მოინახულებენ

ტომას მარკლმა გულის ოპერაცია გაიკეთა. ოჯახთან დაახლოებული პირების ცნობით, მეგანს მამასთან ამ დღეების განმავლობაში რეგულარული კონტაქტი ჰქონდა.

Express-ის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგინიას მამასთან მთელი კვირა უწყვეტად ჰქონდა კონტაქტი, ის მამის მდგომარეობას ძალიან განიცდის.

წყაროს თქმით, ტომასს იმედი აქვს, რომ ქალიშვილი და სიძე მას აშშ-ში მოინახულებენ. იმის გამო, რომ მამა მეგანის ქორწილს ვერ დაესწრო, ცოლთან ერთად პრინცი ჰარიც განიცდის.

გამოცემის ინფორმაციით, თაფლობის თვის დასრულების შემდეგ ახალდაქორწინებულები აშშ-ში გაემგზავრებიან და ტომასს მოინახულებენ.

ყოფილმა გამნათებელმა სამეფო ქორწილს კალიფორნიაში უყურა. გულზე ოპერაცია რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა.

TMZ-სთან მან აღნიშნა, რომ ყოველთვის ინანებს, შვილთან ერთად ყოფნა რომ ვერ შეძლო.

„ჩემი პატარა გოგო ჰერცოგინიაა, ძალიან მიყვარს. ჩემი შვილი ულამაზესია და ბედნიერი ჩანს,“ - განაცხადა მარკლმა.

მამისგან განსხვავებით, მეგანის დედა, დორია რეგლენდი ლონდონში ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაფრინდა. ის შვილთან ერთად იჯდა მანქანაში, რომლითაც მარკლი ჯვრისწერისთვის წმინდა ჯორჯის სახელობის ეკლესიაში მივიდა.

დორია მთელი ცერემონიალის განმავლობაში ძალიან ღელავდა, ეკლესიაში შვილის დანახვისას კი ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.

ნახეთ ასევე : მეგანის დედამ ცრემლების შეკავება ვერ შეძლო, მის გამხნევებას ჰარი ცდილობდა

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ