სამეფო ოჯახის პირველი ოფიციალური ფოტოები - ჰარი და მეგანი ბედნიერებისგან ბრწყინავენ

სამეფო ოჯახის პირველი ოფიციალური ფოტოები - ჰარი და მეგანი ბედნიერებისგან ბრწყინავენ

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა პირველი ოფიციალური ფოტოები გაავრცელა, რომელიც იუნძორის სასახლეში პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილის დღესაა გადაღებული.

ფოტოები ფოტოგრაფმა ალექსი ლუბომირსკიმ გადაუღო ახლადშეუღლებულ წყვილსა და სამეფო ოჯახის წევრებს. ფოტოებზე სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად მეგანის დედა დორია რეგლენდიც ჩანს.

"სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია მადლობას უხდიან ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო საზეიმო ღონისძიებებში. ისინი ძალიან ბედნიერები არიან, რომ გაიზიარეს მათთვის მნიშვნელოვანი დღე სასახლეში შეკრებილ სტუმრებთან და იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც თვალს ადევნებდნენ ქორწილს დიდი ბრიტანეთისა და მსოფლიოს მასშტაბით" - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც სამეფო ოჯახის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე