ავარია კასპთან - სპირტით დატვირთულ ტრაილერს ავტომობილების ზეთით დატვირთული ტრაილერი შეეჯახა

ავარია კასპთან - სპირტით დატვირთულ ტრაილერს ავტომობილების ზეთით დატვირთული ტრაილერი შეეჯახა

კასპთან ცენტრალურ მაგისტრალზე, ორი ტრაილერი ერთმანეთს დაეჯახა, რასაც აალება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, გაჩერებულ ტრაილერს, რომელიც სპირტით იყო დატვირთული, შეეჯახა ავტომობილების ნაწილებით, მათ შორის ზეთით დატვირთული ტრაილერი, რასაც მყისიერი აალება მოჰყვა.

მომხდარის გამო ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია დასავლეთ საქართველოს მიმართულებით და ავტომობილები შემოვლითი გზით გადაადგილდებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო