პირს, რომელიც ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარაშია ბრალდებული, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

პირს, რომელიც ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარაშია ბრალდებული, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

პირს, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ ადევნებასა და მუქარაშია ბრალდებული, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ინგა გრიგოლიამ რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემაშფოთებელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ტელეწამყვანი ყვებოდა, რომ უკვე წლებია უცნობი მამაკაცი მოსვენებას არ აძლევს და შურისძიებით ემუქრება. როგორც ჟურნალისტი წერდა, მუქარის ავტორი ნასამართლევია და ციხიდან 2013 წელს ამნისტიით გამოვიდა. გრიგოლიას თქმით, უცნობი თავს მის ქმრად და შვილის მამად ასაღებს.

იხილეთ ვიდეო

ტელეწამყვანმა დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა პოლიციას, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნული პიროვნება სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს.

იხილეთ: კადრები, სადაც ჩანს როგორ ტოვებს გრიგოლიასთვის გადასაცემ მუქარის წერილს მამაკაცი "ტვ პირველის" ოფისთან - მამაკაცი შსს-მ უკვე დააკავა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს