ზაზა სარალიძე - საპროტესტო აქციებსაც ვგეგმავთ და მაქსიმალურად მივიყვანთ ჭეშმარიტებამდე ამ მარაზმს

ზაზა სარალიძე - საპროტესტო აქციებსაც ვგეგმავთ და მაქსიმალურად მივიყვანთ ჭეშმარიტებამდე ამ მარაზმს

საპროტესტო აქციებსაც ვგეგმავთ და მაქსიმალურად მივიყვანთ ჭეშმარიტებამდე ამ მარაზმს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომელიც ამ წუთებში "ღია პლატფორმაში" შემავალი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.

ზაზა სარალიძემ ის მიზეზიც განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა პოლიტიკოსებთან შეხვედრა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ვერანაირად შევძელი ჭეშმარიტების მიღწევა ( აქამდეც ვამბობდი, რომ ნებისმიერ ბერკეტს გამოვიყენებდი ჭეშმარიტების დასადგენად), მივმართე მთელ პოლიტიკურ წარმომადგენლებს და საზოგადოებას, რომ გვერდში დამიდგნენ და დამეხმარონ ჭეშმარიტების დადგენაში. საპროტესტო აქციებსაც ვგეგმავთ და მაქსიმალურად მივიყვანთ ჭეშმარიტებამდე ამ მარაზმს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს