ზაზა სარალიძე - 2 დეკემბერს ჩემს შვილთან ერთად მოვკვდი და მკვდარი მეორედ არ კვდება

ზაზა სარალიძე - 2 დეკემბერს ჩემს შვილთან ერთად მოვკვდი და მკვდარი მეორედ არ კვდება

მე რამდენიმე თვის წინ მოვითხოვე შს მინისტრთან შეხვედრა, მაგრამ როგორც ჩანს, მან არ ინება, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთელი სისტემაა ჩართული იმ პროცესში, რომ მისი შვილის მკვლელების გამოაშკარავება არ მოხდეს.

„ზუსტად იგივე მინდა ვთქვა, რაც ზვიად კუპრავამ გააჟღერა იმ კადრებთან დაკავშირებით, რომელსაც მირზა სუბელიანი ფლობს და აშანტაჟებს არამარტო პროკურატურას, არამედ მთელ სახელმწიფოს. ამ კადრების გამოჩენა ძალიან კარგად იცით, არის სახელმწიფოს ამოტრიალების ტოლფასი. მთელი სისტემაა ჩართული იმ პროცესში, რომ ჩემი შვილის მკვლელები არ გამოაშკარავდნენ", - განაცხადა ზაზა სარალიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, უნდათ თუ არა, რომ მასზე გადაიტანონ რაიმე პასუხისმგებლობა, სარალიძემ განაცხადა, რომ ამას არ გამორიცხავს.

"არაა გამორიცხული, რომ მაგასაც შეეცადონ იმის გამო, რომ ჩემი დისკრედიტაცია მოახერხონ და თავისი აზრით, მე დამაშინონ. მაგრამ გამორიცხულია, მე ორ დეკემბერს ჩემს შვილთან ერთად მოვკვდი და მკვდარი მეორედ არ კვდება", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს