ისრაელის ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მინისტრი - ჯანდაბაში წასულა ევროკავშირი

ისრაელის ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მინისტრი - ჯანდაბაში წასულა ევროკავშირი

ჯანდაბაში წასულა ევროკავშირი, - ასე გამოეხმაურა ისრაელის ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მინისტრი იუვალ შტაინიცი ევროკავშირის მოთხოვნას ხაიფაში გამართული არაბების საპროტესტო აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით.

„ეს ევროკავშირის მხრიდან ფარისევლობისა და ბოღმის მწვერვალია. ჯანდაბაში წასულა ევროკავშირი. ეს ის ევროკავშირია, რომელიც ირანს ეპირფერება და აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ გამკლავებაში ეხმარება მას“, - განაცხადა იუვალ შტაინიცმა.

მისივე თქმით, აღნიშნული სიტუაცია ცხადყოფს თუ როგორი საძაგელი შეიძლება ევროკავშირი იყოს.

„ირანი აწამებს ჰომოსექსუალებს, თელავს ქალების უფლებებს, მხარს უჭერს ტერორიზმს და ასადის რეჟიმს. ნუთუ ახლა ევროკავშირმა ჩვენ აგვითვალწუნა? ჩვენ კანონმორჩილი ქვეყანა ვართ და ჯაფარ ფარაჰის საქმეს პოლიცია იძიებს. ყველაფერი ეს ცხადყოფს იმას თუ როგორი საძაგელი შეიძლება იყოს ევროკაშირი“, - დასძინა იუვალ შტაინიცმა.

19 მაისს, ხაიფაში ისრაელის მოქალაქე არაბებმა საპროტესტო აქცია გამართეს ღაზას სექტორთან მომხდარი შეტაკებების გამო. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ჯაფარ ფარაჰის თქმით, მას პოლიციელები თავს დაესხნენ და ფეხი მოტეხეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკავშირმა ისრაელს სწრაფი გამოძიების ჩატარება მოსთხოვა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე