თურქული სავაჭრო ექსპანსიის საფრთხე საქართველოს შიდა ბაზარზე - ლირის კურსი ისტორიულ მინიმუმზეა

თურქული სავაჭრო ექსპანსიის საფრთხე საქართველოს შიდა ბაზარზე - ლირის კურსი ისტორიულ მინიმუმზეა

თურქული ლირის კურსი დოლართან მიმართებით ახალ რეკორდებს ამყარებს. იანვრიდან დღემდე ლირა 21%-ით გაუფასურდა. თურქეთის ცენტრალური ბანკის 22 მაისის დადგენილი კურსით ერთი დოლარი 4,57 ლირა ღირს. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი ამ დროისთვის ერთი დოლარი 2,85 ლირად ივაჭრება.

თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. მთლიან ექსპორტში მისი წილი 10,8%-ს შეადგენს, იმპორტში კი 15,7%-ს. საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხა ირიცხება თურქეთიდან, კერძოდ, მთლიან ფულად გზავნილებში თურქეთის წილი დაახლოებით 8-10%-ა. შესაბამისად, თურქული ლირის ასეთი დევალვაცია საქართველოზეც აისახება და თანაც, არც ისე უმტკივნეულოდ. ეკონომისტების პროგნოზით, გაძვირდება ქართული ექსპორტი, რასაც მოთხოვნის შემცირება მოჰყვება, ასევე შემცირდება ფულადი გზავნილები. რაც შეეხება იმპორტს, სპეციალისტების პროგნოზით, საქართველოს შიდა ბაზარი თურქული პროდუქციით კიდევ უფრო მეტად გაჯერდება.

  • „საქართველოში თურქულ იმპორტს ქართულ ექსპორტთან შედარებით ოთხმაგი უპირატესობა აქვს. ანუ რაც შემოდის, ყოველ ერთ დოლარ იმპორტზე 0,25 დოლარის იმპორტი მოდის. ამ შემთხვევაში თურქული ლირის გაუფასურება კიდევ უფრო აძლიერებს თურქულ სავაჭრო ექსპანსიას საქართველოს შიდა ბაზარზე. ამის რეალური საფრთხე ნამდვილად არსებობს“.

ამასთან, ლირის გაუფასურებამ წესით თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქციის ფასი უნდა შეამციროს, თუმცა რამდენად გაიაფდება პროდუქტი, ეს თურქ ექსპორტიორებსა და შუამავალ კომპანიებზეა დამოკიდებული. არ არის გამორიცხული, რომ მათ დევალვაციით ხელი „მოითბონ“ და პროდუქტი არ გააიაფონ, ან უკიდურეს შემთხვევაში, მხოლოდ 5-7%-ით დაწიონ ფასები, ლირა კი 21%-ით არის გაუფასურებული. ანუ საბოლოო ჯამში, ფასების კლება ლირის დევალვაციის პირდაპირპროპორციული არ იქნება“, - განაცხადა არჩვაძემ. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო