თურქეთში, ქალაქ იზმირში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულებმა ექვსი ბინა გატეხეს სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით. საერთო ჯამში მათ 90 ათასი თურქული ლირას ღირებულების ძვირფასეულობა გაიტანეს.
როგორც პოლიციაში აღნიშნავენ, ბოროტმოქმედები სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. ოპერატიული ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ აღნიშნული პირები საქართველოს მოქალაქეები არიან, რის შემდეგაც მათი დაკავება მოხდა.
ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მათი საცხოვრებელი ადგილიდან ბინის გატეხისთვის განკუთვნილი სპეციალური მოწყობილობები და ნაქურდალი ამოიღეს.