ავსტრალიამ და ჰოლანდიამ მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს - ბორტზე მყოფი 298 ადამიანიდან ყველა დაიღუპა

ავსტრალიამ და ჰოლანდიამ მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს - ბორტზე მყოფი 298 ადამიანიდან ყველა დაიღუპა

ავსტრალიამ და ჰოლანდიამ 2014 წელს დონბასის თავზე „ბოინგის“ ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს. ამის შესახებ ნათქვამია ჰოლანდიის მთავრობის განცხადებაში.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთმა პასუხისმგებლობა აიღოს და სრულად ითანამშრომლოს გამოძიებასთან და MH17 რეისის მსხვერპლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სიმართლის დასადგენად“, - განაცხადა ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შემდეგი ნაბიჯი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელის შეტანა იქნება.

გუშინ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენლებმა ჰოლანდიაში განაცხადეს, რომ დანადგარი „ბუკი“, საიდანაც გაშვებული რაკეტით 2014 წელს დონბასთან მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა.

ჰოლანდიის პოლიციის წარმომადგენლის, ვილბერტ პაულისენის თქმით, „ბუკი“ 53-ე საზენიტო სარაკეტო ბრიგადის შეიარაღებაში შედიოდა, რომელიც კურსკში იყო დისლოცირებული.

გამოძების მონაცემებით, რაკეტა დამზადებული იყო 1986 წელს დოლგოპრუდნში, მოსკოვის ოლქში.

შეგახსენებთ, 2014 წლის 17 ივლისს, Boeing-777, რომელიც MH17 რეისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა, სავარაუდოდ, რაკეტით დონეცკის ოლქში ჩამოაგდეს. ბოტზე მყოფი 298 ადამიანიდან ყველა დაიღუპა. ვინაიდან მსხვერპლთა ორი-მესამედი ჰოლანდიის მოქალაქე იყო, ავიაკატასტროფის გამოძიება ამ ქვეყანაში მიმდინარეობს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე