ავტორი:

"თბილისში მოსახლეობის დაბერების ინდექსი მატულობს" - როგორ იცვლებოდა დედაქალაქის მოსახლეობის რაოდენობა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე?

"თბილისში მოსახლეობის დაბერების ინდექსი მატულობს" - როგორ იცვლებოდა დედაქალაქის მოსახლეობის რაოდენობა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე?

საუკუნეების მიხედვით თბილისის დემოგრაფიული ვითარება ამა თუ იმ ეპოქაში სხვადასხვაგვარად იცვლებოდა, მიზეზი ცხადია, სხვადასხვაგვარი (სოციალურ-ეკონომიურ-პოლიტიკური) იყო, რასაც ამ თემაზე მომზადებული სტატია მიეძღვნა.

ვაგრძელებთ საუბარს თბილისის დემოგრაფიულ ვითარებაზე გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან 2014 წლამდე და ვეყრდნობით ეთნოგრაფების, პროფესორების - როლანდ თოფჩიშვილისა და თეიმურაზ გვიმრაძის ნაშრომში "ეთნოლოგიური თბილისი" გამოყენებულ მონაცემებს. როგორ იცვლებოდა დედაქალაქის მოსახლეობის რაოდენობა საბჭოთა პერიოდში?

ასეთი სურათი იყო - 1922 წელს ქალაქის მოსახლეობა 245.461 ითვლიდა. 1926 წელს - 294.044-ს, 1930 წელს - 310.100-ს, 1939 წელს - 519.220 (1926 წლიდან 1939 წალამდე, 13 წლის მონაკვეთში, თბილისის მოსახლეობა 225.176 გაზრდილა ანუ 76,6%-ით). 1949 წელი - 694.664 (20 წლის მონაკვეთში, 1939 წელთან შედარებით, თბილისის მოსახლეობა 174,4 ათასით, ანუ 33,8%-ით მომატებულა. თბილისში ყველაზე მაღალი შობადობის კოეფიციენტი 1941-1945 წლებში ყოფილა.

თბილისში 1939-1958 წლებში მუდმივ საცხოვრებლად 521,7 000 ჩამოსულა, ხოლო წასულა - 384,1 ათასი), 1970 წელი – 889.020. 1959 წელს საქართველოს დედაქალაქის მოსახლეობა 694.664 იყო, 1970 წელს - 889.020. 1979 წლის აღწერით, თბილისის მოსახლეობამ მილიონს გადააჭარბა - 1.052.734. ათი წლის შემდეგ 1.243.150 შეადგინა. ეს მატება კი ძირითადად განპირობებული იყო მექანიკური მატებით, სოფლის მოსახლეობის თბილისში მიგრაციით.

2002 წელს წინა აღწერასთან შედარებით, თბილისის მოსახლეობამ 161.471-ით დაიკლო - 1.081.679. კლება გამოწვეული იყო მექანიკური მოძრაობით. პოსტსაბჭოთა პერიოდში სხვადასხვა ეთნიკურ ერთეულთა ბევრმა წარმომადგენელმა საქართველოს დედაქალაქი დატოვა. ამას ისიც ადასტურებს, რომ 1989 წლის ქართველთა პროცენტული რაოდენობა თბილისში 66,0%-დან 2002 წელს 84,2 %-მდე გაიზარდა. შესაბამისად, დაიკლო სხვა ეთნიკურ ერთობათა პროცენტულმა მაჩვენებელმა (სომხებმა 12,1%-დან - 7,6%-მდე, რუსებმა 10,0%-დან - 3,0%-მდე, ოსებმა 2,7%-დან - 0,9-მდე, ებრაელებმა 1,1%-დან, 2%-მდე აზერბაიჯანელმა 1,5%-დან 1,0%-მდე).

2014 წელს თბილისში ქართვლების პროცენტულმა რაოდენობამ მაქსიმუმს 90%-ს გადააჭარბა. 2014 წელს თბილისის მოსახლეობამ 1 მლნ 108.717 კაცი შეადგინა (მატება - 27.038). ეს მაჩვენებელი 2,5%-ით მეტია 2002 წლის აღწერასთან შედარებით, რაც განპირობებულია საგარეუბნო სოფლების თბილისთან შეერთებით.

ცნობილია, რომ საქართველოს და თბილისის მოსახლეობაც მიგრაციისადმი მიდრეკილებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მიგრაციული პროცესები გააქტიურდა. 2002 წელს წინა 1989 წლის აღწერასთან შედარებით, თბილისში შიდა მიგრირებულთა რიცხვმა 96.911 შეადგინა.

ყველაზე დიდი გადაადგილება მოხდა აფხაზეთიდან - იძულებით ადგილგადანაცვლებულთა 29,6% თბილისში ცხოვრობს. მათი რაოდენობა 2002 წელს 47.954-ს იყო.

2015 წლის 1-ელ იანვრის მდგომარეობით, თბილისის მოსახლეობა შეადგენდა 1.086.900 მცხოვრებს, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია 1989 წლის მოსახლეობის უკანასკლნელი საბჭოთა აღწერის შედეგზე, რომლის მიხედვითაც, თბილისში 1.259.700 კაცი ცხოვრობდა, თუმცა უმნიშვნელოდ აღემატება დამოუკიდებელ საქართველოში პირველად ჩატარებული აღწერის მონაცემებს, რომელმაც 1.073.400 მცხოვრები დააფიქსირა.

1990-იანი წლებიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა თბილისის დემოგრაფიულმა სისტემამ, რაც უპირველ ყოვლისა, მოსახლეობის რაოდენობის კლებაში აისახა. 1990-2015 წლებში მისი მოსახლეობის რაოდენობა 13%-ით შემცირდა. მიუხედავად მოსახლეობის რაოდენობის კლებისა, საერთო რაოდენობაში 3,1 პუნქტით გაიზრადა. 2015 წელს თბილისში საქართველოს მთელი მოსახლეობის თითქმის მესამედი და ქალაქების მოსახლეობის ნახევარზე მეტი (50,8%) ცხოვრობდა.

  • ნახევარ საუკუნეზე მეტია თბილისში მიმდინარეობს შობადობის კლების პროცესი. 1961 წელს შობადობის ზოგადი კოეფიციენტი თბილისში 20%-ს შეადგენდა, ხოლო 2015 წელს - 15,8%. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, საქართველოდან ემიგრირებული მოსახლეობის თითქმის მესამედი (29,0%) თბილისზე მოდიოდა. ემიგრირებულთა საერთო რაოდენობიდან ნახევრზე მეტი (52,3 %) ქართული იყო, სომხების წილი 17,4%-ს შეადგენდა. საგრძნობი იყო ემიგრირებული ბერძნებისა (7,7%) და რუსების (6,4%) წილი. იეზიდებისა და აზერბაიჯანელების მაჩვენებელი, შესაბამისად, 4,5% და 4,4% იყო. თბილისიდან ემიგრირებულთა უდიდესი ნაწილი შრომით მიგრანტებს წარმოადგენს. თბილისში მიმდინარე თანამედროვე დემოგრაფიულ პროცესებს სპეციალისტები არაორდინარულს უწოდებენ. მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა მოსახლეობის ასაკობრივმა სტრუქტურამ. 1989-2014 წლების აღწერებს შორის პერიოდში 4,1 პუნქტით შემცირდა 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილი. ინტენსიურად მიმდინარეობდა თბილსის მოსახლეობის დამოგრაფიული დაბერების პროცესი, 2014 წლის აღწერის წინასწარი მონაცემებით, 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილმა 12% შეადგინა. თბილისში სულ უფრო მატულობდა და მატულობს მოსახლეობის დაბერების ინდექსი.

"არ ვცდილობთ ფიზიკურ დაპირისპირებაში შესვლას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილები ვიდგებით" - ვარლამ გოლეთიანი

“ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა - რა ხდება ამ წუთებში სოფელ გუმათში (live)

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირებულებს შორის არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეებიც - რა განაცხადა ამირან გამყრელიძემ?