"პროკურორი ზვიად ფხაკაძე ჩემკენ გამოიწია და დამემუქრა, ნახე რას გიზამო" - ადვოკატი ინგა შარაშენიძე

"პროკურორი ზვიად ფხაკაძე ჩემკენ გამოიწია და დამემუქრა, ნახე რას გიზამო" - ადვოკატი ინგა შარაშენიძე

პროკურორი ზვიად ფხაკაძე ჩემკენ გამოიწია და დამემუქრა, ნახე რას გიზამო,- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, ინგა შარაშენიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, სასამართლო დარბაზში მასსა და ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილზე პროკურორები ზეწოლას ახორციელებდნენ.

"შემიძლია დავადასტურო, რომ პროკურორი ზვიად ფხაკაძე ნამდვილად გამოიწია ხელით, მითხრა ნახე რას გიზამო. უბრალოდ, სხვები ჩაერივნენ და არ მახსოვს ვინ იდგა ჩვენს შორის. ასევე მითხრა, რომ ყალბი ექსპერტიზის დასკვნა წარვადგინე და მიიღებდა ზომებს. აქ არ იყო მხოლოდ მუქარა, აქ იყო ერთმანეთის შეურაცხყოფა და იმ სიტყვებს ახლა ვერ გავიმეორებ,"- განაცხადა ინგა შარაშენიძემ.

ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, ადვოკატმა განაცხადა, რომ ამით რეალური სიმართლე დგინდება და ეს დასკვნა აბსოლუტურად განსხვავდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისგან.

"აღნიშნული დასკვნით დგინდება, რომ სხვა საგნებია გამოყენებული როგორც პირველ, ასევე მეორე გარდაცვლილზე. ძალიან ბევრ რამეს აეხადა ფარდა. წარმოდგენილი დასკვნით დასტურდება ის სიმართლე, რაზეც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ისაუბრა. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ვიდრე მე ჩავერთვებოდი აღნიშნულ საქმეში, მანამდე იყო ექსპერტიზა დანიშნული და აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ ვარ,"- აღნიშნა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზა ჩაატარა, პროკურორების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ნიკოლეიშვილი სასამართლოზე ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით დაიკითხა. მისი ინფორმაციით, პროკურორები გაღიზიანებული არიან დასკვნის შინაარსით და ამიტომ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრით იმუქრებიან.

ამასთან, პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ უარყო ინფორმაცია, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მაია ნიკოლეიშვილისა და ადვოკატ ინგა შარაშენიძის მიმართ ზეწოლასა და მუქარას.

"ეს კითხვა ჩემთვის შეურაცხმყოფელია. რაც რეალობაში არ მომხდარა იმასთან დაკავშირებით რა კომენტარის გაკეთება შეიძლება. ვინმეს მიმართ საცემრად გაწევა, მითუმეტეს ქალბატონის მიმართ, ეს ჩემთვის შეურაცხყოფელი განცხადებაა. ეს არის პატივისა და ღირსების შელახვა, მაგრამ ვარ პროკურორი და მაქვს თმენის ვალდებულება. ყველა პიროვნება ვის ქმედებაშიც გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, მიეცემა პასუხისგებაში, მაგრამ ეს არ მითქვამს ქალბატონ ნიკოლეიშვილზე", - აღნიშნა ფხაკაძემ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს