ზაზა სარალიძე - სამხარაულის ექსპერტიზამ პროკურატურის დავალებით გარკვეული ფაქტები დამალა

ზაზა სარალიძე - სამხარაულის ექსპერტიზამ პროკურატურის დავალებით გარკვეული ფაქტები დამალა

სამხარაულის ექსპერტიზამ პროკურატურის დავალებით გარკვეული ფაქტები დამალა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ დღეს საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, დამატებით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში წარმოდგენილია ის ფაქტები, რაზეც სამხარაულის ექსპერტიზას არ უსაუბრია.

"მესამე დღეა გრძლედება ნიკოლეიშვილის დაკითხვა. რა ექსპერტიზის პასუხებიც წარმოადგინა მაია ნიკოლეიშვილმა, აბსოლუტურად გამორიცხავს მხოლოდ და მხოლოდ იმ ორი დანის გამოყენებას ჩემი შვილის სხეულზე, რომელიც საქმის მასალებში დევს. აქ იკვეთება გარკვეული საგნები, რომლითაც ჩემს შვილს სხეულზე ჭრილობები მიაყენეს, რაც სამხარაულის ექსპერტმა დამალა. დამალა ჭრილობების ის ფოტოსურათებიც, რომელიც მაია ნიკოლეიშვილმა წარმოადგინა, სადაც არის ჭრილობები სამკუთხა ფორმის და ზიგზაგის ფორმის. ეს დამალა ექსპერტიზამ პროკურატურის დავალებით", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

იხილეთ ვიდეო: ზაზა სარალიძე - სამხარაულის ექსპერტიზამ პროკურატურის დავალებით გარკვეული ფაქტები დამალა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს