სებასტიან კურცი - აშშ უფრო და უფრო არასაიმედო ხდება

სებასტიან კურცი - აშშ უფრო და უფრო არასაიმედო ხდება

ავსტრიის კანცლერის სებასტიან კურცის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები უფრო და უფრო არასაიმედო ხდება, ევროპამ კი ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს. ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა გაზეთ Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„შეერთებული შტატები უფრო და უფრო არასაიმედო ხდება ჩვენთვის. ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპა დარჩეს ერთიანი“, - განაცხადა კურცმა.ავსტრიის კანცლერმა კომენტარი გააკეთა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლაზეც. მისი აზრით, „ბრექსიტი“, რომლის ძირითადი მიზეზიც ევროკავშირში მიგრანტების საკითხი გახდა, „საშინელი გადაწყვეტილებაა“.

ბრიტანეთმა ევროკავშირი არაუგვიანეს 2019 წლის 29 მარტისა უნდა დატოვოს. გასვლის პირობებზე მოლაპარაკებები ევროკავშირსა და ლონდონს შორის გასული წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე