ბედნიერებისა და ჯანმრთელობის იაპონური საიდუმლო

ბედნიერებისა და ჯანმრთელობის იაპონური საიდუმლო

იცით დილით რატომ დგებით საწოლიდან?

თუ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეგიძლიათ, ესე იგი თქვენი "იკიჰაი" გიპოვიათ. ეს იაპონური კონცეფციაა, რომელიც, სავსებით შესაძლებელია, რომ საკუთარ თავში ბედნიერების, ხანგრძლივი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის საიდუმლოს ინახავდეს.

აღნიშნული კონცეფცია კუნძულ ოკინავაზე გაჩნდა, რომელიც იმით არის ცნობილი, რომ მოსახლეობის საკმაოდ მაღალი პროცენტი 100 წელს არის გადაცილებული.

ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო სწორედ იკიჰაიში იმალება. იკიჰაის ცნება იაპონიის სხვა ნაწილებში, შემდეგ კი მთელს მსოფლიოში გავრცელდა.

იაპონელი ნეირობიოლოგი კენ მოგი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იპოვოთ ისეთი საქმიანობა, რომელიც მოგწონთ და სიამოვნებას განიჭებთ, იმიტომ რომ მოგის თქმით, სწორედ მსგავსი საქმიანობა აძლევს ცხოვრებას აზრს და გეხმარებათ იმის განსაზღვრაში თუ რას ელით მისგან. "იკიჰაი ბდნიერებაა, რომლის მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველთვის გაქვთ საქმიანობა, რომლითაც დაკავდებით"- ამბობს ფრანსესკ მირალესი, რომლემაც ჰექტორ გარსიასთან თანაავტორობით დაწერა წიგნი "იკიჰაი: ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლო". განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს