მკვლელობა სურამში - მამაკაცი, სავარაუდოდ, სანადირო თოფით მოკლეს

მკვლელობა სურამში - მამაკაცი, სავარაუდოდ, სანადირო თოფით მოკლეს

სურამში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივმა მამაკაცმა ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი მამაკაცი სავარაუდოდ, სანადირო თოფით მოკლა. ასევე არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სანიაღვრე სისტემასთან დაკავშირებით, წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება. შემთხვევა სავარაუდოდ დღეს, გამთენიისას მოხდა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა სამართალდამცველებმა ოპერატიულად დაადგინეს. ამ დროისთვის მიმდინარეოს საჭირო სამძებრო სამუშაოები დამნაშავის დასაკავებლად. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7- დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: სურამში 59 წლის ბიზნესმენი სანადირო თოფით მოკლეს - რას უკავშირდება მკვლელობა?

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო