ზაზა სარალიძე - 6 თვეა პროკურატურა მატყუებს, რომელ ჯგუფს უნდა ვენდო?!

ზაზა სარალიძე - 6 თვეა პროკურატურა მატყუებს, რომელ ჯგუფს უნდა ვენდო?!

დღეს ვისაუბრებთ იმ დეტალებზე, რასაც პროკურატურა ასე გამალებით მალავს,- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან ანა ნაცვლიშვილთან და პრეზიდენტის მრჩეველთან ადამიანის უფლებათა საკითხებში, კახა კოჟორიძესთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, პროკურორები ცდილობენ ძალიან მცდარი პოზიციის გამყარებას.

"ვისაუბრებთ იმ დეტალებზე, რა ინფორმაციაც მე გამაჩნია ამ საქმესთან დაკავშირებით. ვისაუბრებთ იმ დეტალებზე, რასაც პროკურატურა ასე გამალებით მალავს. გუშინაც იგივე ფაქტი გამეორდა. მალხაზ კაპანაძემ გაამყარა პროკურატურის ძალიან მცდარი პოზიცია,"- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პროკურატურის მიერ სპეციალური ჯგუფის შექმნის შეთავაზებაზე, ზაზა სარალიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ჯგუფიც იგივე პროკურორებით დაკომპლექტდება და ამის აზრს ვერ ხედავს.

"იქიდან გამომდინარე, რომ 6 თვეა პროკურატურა მატყუებს, რომელ ჯგუფს უნდა ვენდო. იგივე პროკურორები იქნებიან შოთაძის უწყებიდან და მნიშვნელობა არ აქვს შოთაძეს შევხვდები, ფხაკაძეს, კაპანაძეს თუ კიდევ სხვა პროკურორს. არსებითი მნიშვნელობა არც იმას აქვს, ადვოკატთან ერთად შევალ თუ მარტო, იქიდან გამომდინარე, რომ ირაკლი შოთაძე, მის მიერ გაკეთებული შემოთავაზების დღიდან, ერთსა და იმავე განცხადებებს აკეთებენ. კერძოდ, იმას, რომ ბრალდებულთა რიცხვი არ გაიზრდება და რომ მეტი მტკიცებულება არ გააჩნიათ. რა აზრი აქვს შეხვედრას, რომ მიმტკიცონ ერთი და იგივე?"- განაცხადა ზაზა სარალიძემ შეხვედრის დაწყებამდე.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს