რესტორანში 22 პირი საკვებით მოიწამლა - კლინიკის დირექტორის კომენტარი პაციენტების შესახებ

რესტორანში 22 პირი საკვებით მოიწამლა - კლინიკის დირექტორის კომენტარი პაციენტების შესახებ

რესტორანში მიღებული საკვების შედეგად მოწამლული 22 პირიდან ამჟამად 17 აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში რჩება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკურმა დირექტორმა გიორგი ლობჟანიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას გუშინ რესტორანში მიღებული საკვების შედეგად 22-მა პაციენტმა მიმართა.

„მათ აღენიშნებოდათ, გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი ცხელება, ზოგ შემთხვევაში, კერძოდ, ბავშვებში გაუწყლოვების ნიშნები, საერთო სისუსტე და ასე შემდეგ. სხვადასხვა სიმძიმის პაციენტების არიან, საბედნიეროდ არც ერთი მძიმე და კრიტიკული არ არის. ყველა მათგანი მკურნალობას ინფექციურ განყოფილებაში გადის. მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ზოგ შემთხვევაში – მსუბუქი. ხუთი პაციენტის ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ იყო და ისინი ემერჯენსიდანვე ბინაზე გაეწერნენ. ამჟამად კლინიკაში 17 პაციენტი იმყოფება, მათგან 5 ბავშვია. ერთი პაციენტი შესაძლოა ემერჯენსიდან დღეს გაიწეროს ან სტაციონარში დარჩეს. ამის გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ“, – განაცხადა კლინიკურმა დირექტორმა გიორგი ლობჟანიძემ.

მისივე თქმით, საკვების შედეგად მოწამლული პაციენტები კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან.

საკვებით ინტოქსიკაციის ფაქტი ნატახტარზე, რესტორან „იმერულ ეზოში“ გუშინ მოხდა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო