ჩეხეთმა იერუსალიმში საპატიო საკონსულო ხელახლა გახსნა

ჩეხეთმა იერუსალიმში საპატიო საკონსულო ხელახლა გახსნა

ჩეხეთმა იერუსალიმში საპატიო საკონსულო ხელახლა გახსნა. ახალ საპატიო კონსულად დაინიშნა 78 წლის დან პროპერი, ისრაელელი ბიზნესმენი ჩეხური წარმომავლობით. ამის შესახებ ჩეხური საინფორმაციო სააგენტო CTK იუწყება. პროპერის თქმით, ძირითად ყურადღებას ეკონომიკურ კავშირებს დაუთმობს.

ჩეხეთის საპატიო საკონსულო იერუსალიმში 2016 წელს დაიხურა მისი მაშინდელი ხელმძღვანელის გარდაცვალების გამო. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აპრილში განაცხადა, რომ საკონსულოს მუშაობის აღდგენას კავშირი არ ექნებოდა იერუსალიმის სტატუსზე საბოლოო შეთანხმებასთან. სამინისტროში აღნიშნეს, რომ ჩეხეთი სრულად უჭერს მხარს ევროკავშირის პოზიციას, რომ იერუსალიმი უნდა გახდეს ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოს მომავალი დედაქალაქი.

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა განაცხადა თავისი სურვილის შესახებ, საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანოს, თუმცა ასეთი ნაბიჯი პრაღაში მთავრობამ უნდა მოიწონოს.

ისრაელი იერუსალიმს საკუთარ განუყოფელ დედაქალაქად თვლის. პალესტინელებს სურთ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი მათი მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქი იყოს. აშშ-ს საელჩოს გადატანამ იერუსალიმში ღაზასა და ისრაელის საზღვარზე მაისის შუა რიცხვებში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. ისრაელის სამხედროებთან შეტაკებების შედეგად 120-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა და რამდენიმე ათასი დაიჭრა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე