საკომისიო და სხვა ხარჯები ხელშეკრულებაში გაიწერება - რა იცვლება სესხის აღებისას

საკომისიო და სხვა ხარჯები ხელშეკრულებაში გაიწერება - რა იცვლება სესხის აღებისას

სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც დღეს 100%-ს შეადგენს, 50%-მდე მცირდება. ეს არის ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ერთ-ერთი საკანონმდებლო ინიციატივა. როგორც ბახტაძე აღნიშნავს, ყველა ინსტიტუტი, ვინც ფინანსური საქმიანობით იქნება დაკავებული, ვალდებულება გაუჩნდება კონტრაქტში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ყველა ხარჯით დააფიქსიროს.

„გვქონდა შემთხვევები, როდესაც საკრედიტო ხელშეკრულებაში იწერებოდა პროცენტი, თუ რა პროცენტი უნდა გადაეხადა მომხმარებელს, შემდეგ ჩნდებოდა სხვა ტიპის ხარჯები. მაგალითად, სესხის გაცემის საკომისიო, იურიდიული მომსახურების საკომისიო და რეალურად ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გამოდიოდა უფრო მაღალი. ეს მიუღებელი პრაქტიკაა. აქედან გამომდინარე, ყველა ინსტიტუტი, ვინც დაკავებული იქნება ფინანსური საქმიანობით, ის ვალდებული იქნება კონტრაქტში დააფიქსიროს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ყველა ხარჯით და ის წლიურ 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს,“-განაცხადა ბახტაძემ. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო