რუსი ჟურნალისტი, რომელიც კიევში "მოკლეს", ცოცხალი აღმოჩნდა

რუსი ჟურნალისტი, რომელიც კიევში "მოკლეს", ცოცხალი აღმოჩნდა

რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომლის მკვლელობის შესახებ უკრაინული პოლიცია იუწყებოდა, ცოცხალია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვასილი გრიცაკის განცხადებით, ჟურნალისტის მკვლელობა რუსულმა სპეცსამსახურებმა შეუკვეთეს.

ასევე უკრაინული სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია ბაბჩენკოს მკვლელობის ორგანიზატორი.

არკადი ბაბჩენკოს მკვლელობა ინსცენირებული იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ, რათა გამოევლინათ მკვლელობის შემკვეთი.

აღსანიშნავია, რომ არკადი ბაბჩენკო ბრიფინგზე გამოცხადდა უკრაინის გენპროკურორთან იური ლუცენკოსთან ერთად. მან ბოდიში მოუხადა თავის ახლობლებს და აღნიშნა, რომ ეს საჭირო იყო ოპერატიული მიზნებისთვის.

ნახეთ ასევე: არკადი ბაბჩენკოს ფოტოები აგვისტოს ომიდან

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე