"შოთაძე გამოვიდეს და მითხრას, ვინ არიან ჩემი შვილის მკვლელები!" - ზაზა სარალიძის კომენტარი განაჩენის გამოცხადების შემდეგ

"შოთაძე გამოვიდეს და მითხრას, ვინ არიან ჩემი შვილის მკვლელები!" - ზაზა სარალიძის კომენტარი განაჩენის გამოცხადების შემდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადეს, ხმაურია. ხმაური მოსამართლის გადაწყვეტილებას მოჰყვა.

მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, დაზარალებული მხარის წარმომადგენლები - მოკლული დავით სარალიძის მამა და მისი თანმხლები პირები სასამართლოს ეზოში გამოვიდნენ შეძახილებით - "მკვლელებო! მკვლელებო".

იხილეთ ვიდეო: ხმაური სასამართლოში ხორავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ

"ირაკლი შოთაძე გამოვიდეს და გამცეს პასუხი - ვინ არიან ჩემი შვილის მკვლელები! სისტემა დამეჯახა მე, ამ სისტემას ქართველი ხალხის გვერდით დგომით დავანგრევ! ყველა შვილმოკლულ მშობელს მოვუწოდებ, შემომიერთდით" - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ საქალაქო სასამართლოსთან.

როგორც ზაზა სარალიძის ინტერესების დამცველმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, დავით სარალიძეს არაერთი იარაღით ჰქონდა ჭრილობები მიყენებული და სასამართლომ მხოლოდ ერთი პირი ცნო დამნაშავედ, ერთ-ერთი ბრალდებული გამართლდა დავით სარალიძესთან მიმართებაში და დამნაშავედ იქნა ცნობილი მეორე გარდაცვლილთან მიმართებით.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის 4-თვიანი სასამართლო განხილვა 30 მაისს დასრულდა. ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომები დახურული იყო.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს